თუშეთისკენ მიმავალი გზა მალე გაიხსნება – გაწმენდითი სამუშაოები განახლდა

გამოწერა
გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო, მაგრამ 5 მაისს ზვავის ჩამოწოლის გამო დროებით შეჩერებული იყო.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ოთხი ერთეული ტექნიკა.

გზის მშენებლობა თუშეთში - Sputnik საქართველო
აქცია ქვემო ალვანში: მოსახლეობის ნაწილი თუშეთთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას მოითხოვს

აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო, მაგრამ 5 მაისს ზვავის ჩამოწოლის გამო სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართა.

თუშეთის საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ექვსი თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი. ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.

ახმეტის მერიის ინფორმაციით, წელს თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა 5 ივნისს გაიხსნება.

თუშეთის ეროვნული პარკი იმ ძეგლთა მსოფლიო ფონდის ნუსხაშია, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ>>

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სიგრძე 72 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0