Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კარანტინამდე ბოლო გადაღება“ – კრისტი ყიფშიძის ცეცხლოვანი ფოტოსესია

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექსუალურმა მოდელმა კორონავირუსის პანდემიამდე გადაღებული ულამაზესი სურათები გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა კრისტი ყიფშიძე პიკანტურ გადაღებაზე.

1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 42 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. სოციალურ ქსელებში კრისტი არაერთ თამამ ფოტოს აქვეყნებს. მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა.

View this post on Instagram

I wanna spend this summer colorfully 💕💕💕💕 dress by @beso_tura self portraits as always Mine )))

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა შარშან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა. კრისტი ყიფშიძემ სოციალურ ქსელში უკანასკნელი ფოტოსესიის ფოტოები გამოაქვეყნა. ბრწყინვალე მოდელი კარანტინის პირობებშიც არ ჩერდება. მისი უახლესი ცეცხლოვანი გადაღება უამრავმა „ფოლოვერმა“ მოიწონა.

„ბოლო გადაღება კარანტინამდე... მალე ჟურნალ „სითიში“ – წერს კრისტი. შარმიანი, მუდამ ეფექტური, ეშხიანი მოდელი ძველებურ ხიბლს არასდროს კარგავს და მუდამ ფორმაშია. აშკარაა, რომ თავის მოვლასთან ერთად კრისტის ხელს გენეტიკაც უწყობს. მოქმედ მოდელს სხვადასხვა კომპანიები იწვევენ და, ფოტოსესიების გარდა, კრისტი ბრენდების სახე ხდება. ახლა კი სოციალური ქსელის მეშვეობით პოპულარულ ჟურნალ „სითის“ გვერდზე გამოჩენა დააანონსა.

ყველა ახალი ამბავი
0