საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Ilya Pitale / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 526 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 526 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0