03:51 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (164)
104 0 0

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქართულმა ღამის კლუბებმა Bassiani, Khidi და Mtkvarze მუშაობა 12 მარტს შეწყვიტეს, ხოლო 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული გართობის სფეროს მიმართულებით გარკვეული პაკეტის შეთავაზებას გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქართულმა ღამის კლუბებმა Bassiani, Khidi და Mtkvarze მუშაობა 12 მარტს შეწყვიტეს, ხოლო 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გართობის სფეროში დასაქმებულმა უამრავმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებენ მუშაობას ამ სფეროს ობიექტები.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გავაკეთეთ ონლაინ გამოკითხვა და გვაქვს სრული სურათი პრობლემებთან დაკავშირებით. ვიცით, თუ რა პრობლემები აქვს კლუბებს, თუ როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ზოგადად ამ მიმართულებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

მთავრობის ინიციატივით, პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ხელფასი არ მიიღეს, ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ. თვითდასაქმებულები, რომლებიც მათი დასაქმების შესახებ იურიდიული პირის მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს წარადგენენ, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.

ღამის კლუბმა Bassian-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებობს ლონდონური კლუბ fabriclondon-ის ინიციატივა, რომელიც დროებით დახურული კლუბების და არტისტების მხარდაჭერას წარმოადგენს.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (164)

მთავარი თემები