რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატრულო პოლიცია ამოწმებს მანქანებს
საპატრულო პოლიცია ამოწმებს მანქანებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ძალაში დატოვა მთელი რიგი შეზღუდვების, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება არ მოხდეს

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება „იზოლაციისა და საკარანტინე ზომების შესახებ“, სადაც მითითებულია ის შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ იმოქმედებს.

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში >>

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტიდან 22 მაისამდე მოქმედებდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, თუმცა 15 ივლისამდე ძალაში დატოვა მთელი რიგი შეზღუდვების.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი ბევრი შეზღუდვა.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;
  • ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, ისიც უკანა სავარძელზე;

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.
ყველა ახალი ამბავი
0