საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი სრულდება

© Sputnik / Alex Shlamovდაჯარიმება
დაჯარიმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატრული - Sputnik საქართველო
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 100-ზე მეტი ფაქტი გამოავლინა

უწყების ცნობით, ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.

ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

„ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეებს 50-მდე საპოლიციო სერვისს ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, „ერთი ფანჯრის" პრინციპით შესთავაზებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, შენარჩუნდება მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური მომსახურება, რომლითაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საპატრულო პოლიციაში არსებული სერვისებით სარგებლობას, ტელეფონის ნომერზე - 2414242 ან ელექტრონული ვებგვერდის - www.police.ge-ის მეშვეობით.

1 ივნისიდან ერთიანი მომსახურების ცენტრში ასევე მუშაობას განაახლებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც „ერთი ფანჯრის" პრინციპით მიაწვდის მოქალაქეებს ცნობებთან დაკავშირებულ სერვისებს: პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
რას წერენ ქართული გაზეთები: შეეხება თუ არა ამნისტია საგანგებო მდგომარეობის დამრღვევებს

საქართველოში ორი თვის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა - 21 მარტიდან 23 მაისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში დაჯარიმდა თითქმის რვა ათასი ადამიანი, მათ შორის ათობით იურიდიული პირი, ხოლო ჯარიმების მთლიანმა რაოდენობამ 23 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდა 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ასევე შესაძლებელია ჯარიმის გასაჩივრება - გამოწერისთანავე ან საგანგებო მდგომარეობის ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკვე შეიტანა ონლაინ-სარჩელები სასამართლოში, ნაწილი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ელოდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0