03:31 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (931)
72 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 12 720 თანამემამულე დაბრუნდა

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის ჩარტერული რეისით რომიდან სამშობლოში 180 ადამიანი დაბრუნდა – ეს პანდემიის პირობებში ავიაკომპანიის მიერ შესრულებული ბოლო სპეცრეისი იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კომპანიამ მთლიანობაში 33 რეისი განახორციელა და ქვეყანაში დაახლოებით 3,5 ათასი თანამემამულე დააბრუნა.

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით გადაიყვანეს სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. ამ დროისათვის საკარანტინო სივრცეებში 3259 ადამიანი იმყოფება.

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მიზნით სპეცრეისები უკვე განხორციელდა ბერლინიდან, ვენიდან, ათენიდან, პარიზიდან, ბარსელონიდან, თელ–ავივიდან, პეკინიდან, ნიუ-იორკიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 12 720 თანამემამულე დაბრუნდა, ხოლო ადგილზე დახმარება საელჩოებმა 21 190 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველომ 21 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (931)

მთავარი თემები