Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემს შვილს საოცარი პროფილი აქვს“ – ნინა სუბლატი ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინა სუბლატი ორსულობას რამდენიმე თვე მალავდა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს შვილის ფოტო გაუზიარა.

მუსიკოსების ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ოჯახში ახალ წევრს ელოდებიან – პოპულარული არტისტები მალე მშობლები გახდებიან. ნინა სუბლატმა ორი თვის წინ გაამხილა საიდუმლო. მომღერალი რამდენიმე თვის ფეხმძიმეა და თავს შესანიშნავად გრძნობს. მომღერალს ეს მდგომარეობა განსაკუთრებულად უხდება. წამოზრდილი მუცელი მის ტანს უფრო მეტად ამშვენებს. სურათმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

View this post on Instagram

👀

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის ემზადება. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. ცოტა ხნის წინ ნინამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს საოცარი პროფილი აქვს.

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს – დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი და მისი რჩეული, ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაური ახალ კომპოზიციებზე ერთობლივად მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0