11:15 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1416)
234601

ქართველი ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ექიმი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ კორონავირუსი სახუმარო დაავადება არ არის და რეგულაციების მოხსნის შემდეგ უმჯობესია ხალხმა სიფრთხილე გამოიჩინოს.

ექიმის თქმით, კორონავირუსის ინფექცია ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი და ამოუცნობია, გართულებების შემთხვევაში კი, ასაკის მიუხედავად, ინფექციის მიმდინარეობა და შედეგები ძალიან მძიმე ან/და პერმანენტულიც კი შეიძლება იყოს. ამაზე კი მეტყველებს ის, რომ ავიამზიდებიც კი გამოიყვანა ეპიდემიამ წყობიდან, სადაც არათუ მოხუცები, "ისეთი სამხედროები მსახურობენ, ლამის რკინას რომ ღეჭავენ".

„ამაზევე მეტყველებს ეს გადაწყვეტილება, რომელიც გვეუბნება, რომ აშშ-ში კოვიდ-19 ინფექციის გამო ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია, გამოჯანმრთელების შემდეგაც კი აღარ მიიღებენ სამხედრო სამსახურში. არ არის ეს გრიპი, არც მოხუცების დაავადება, იყავით ფრთხილად“, - წერს არჩილ მარშანია.

დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ რიგი შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება.

კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. 26 თებერვლიდან 22 მაისის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსი 723 ადამიანს აქვს დადასტურებული. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 495-ს შეადგენს, გარდაცვლილია 12 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1416)

მთავარი თემები