ბოლო სპეცრეისი: საქართველოს მოქალაქეები რომიდან ბრუნდებიან

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანდემიის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთიდან სამშობლოში 12,4 ათასზე მეტი თანამემამულე დააბრუნა.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის ჩარტერული რეისით რომიდან სამშობლოში 171 ადამიანი დაბრუნდება – ეს პანდემიის პირობებში ავიაკომპანიის მიერ შესრულებული ბოლო სპეცრეისი იქნება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

პარასკევს საქართველოდან იტალიის მიმართულებით 55 მგზავრი გაფრინდება.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კომპანიამ მთლიანობაში 33 რეისი განახორციელა და ქვეყანაში დაახლოებით 3,5 ათასი თანამემამულე დააბრუნა.

ავიაკომპანიის დირექტორის თქმით, რეკომენდაციები ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული, ავიარეისის მგზავრებს საქართველოში ჩამოსვლისთანავე საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ. 

 AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
COVID-19: რამდენმა თანამემამულემ მოახერხა სამშობლოში დაბრუნება

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მიზნით სპეცრეისები უკვე განხორციელდა ბერლინიდან, ვენიდან, ათენიდან, პარიზიდან, ბარსელონიდან, თელ–ავივიდან, პეკინიდან, ნიუ-იორკიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან.

22 მაისის მონაცემებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 12 477 თანამემამულე დაბრუნდა, ხოლო ადგილზე დახმარება საელჩოებმა 21 146 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველომ 21 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.

სამშობლოში დაბრუნებული თითოეული მოქალაქე ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გადის. 

ყველა ახალი ამბავი
0