ქუთაისში ახალი ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

© photo: United Airports of Georgia / FBქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო, ოთხჯერ გაზრდის ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას.

თბილისი, 22 მაისი  — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის მორიგი ეტაპი დასრულდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური.

ქუთაისის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც არსებულ ტერმინალზე ოთხჯერ უფრო დიდი იქნება, ექსპლუატაციაში შემოდგომიდან შევა. ტერმინალი საათში 1,2 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
უკვე მეშვიდედ: თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ათეულში მოხვდა

ახალი ტერმინალის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ტერმინალის ტერასის, ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. ახალ ტერმინალს აქვს ე.წ. „მწვანე გადახურვა“, სადაც გათვალისწინებულია ღია ტერასები გამწვანებით.

ამ დროისათვის უკვე დასრულებულია აეროპორტის შიდა ტიხრებისა და იატაკის მოწყობა. ასევე მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. უახლოეს მომავალში დაიწყება შიდა ინტერიერის მოწყობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით იყო გადადებული.

ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ არსებული ტერმინალის განახლება დაიწყება, რის შემდეგაც ორივე გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი - მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით, ასევე ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც სრულყოფილი მუშაობისთვის არის საჭირო. 

თბილისის აეროპორტის ცარიელი დარბაზი - Sputnik საქართველო
როდის აღდგება ავიამიმოსვლა საქართველოში

ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. ის ოთხჯერ გაზრდის ქუთაისში აეროპორტის გამტარუნარიანობას. აეროპორტის გაფართოება სამთავრობო პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ის სიდიდით საქართველოში მეორე აეროპორტია, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით, 14 კმ-ში, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.

2019 წელს მგზავრთა ნაკადი ქუთაისის აეროპორტში 42%-ით გაიზარდა და აეროპორტმა დაახლეობით 900 ათასი მგზავრი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0