„ადე, შვილო, რომელ საათამდე უნდა გეძინოს?!“ - ნახეთ როგორ გააღვიძა მამულიჩამ ლელა - ვიდეო

© Photo: KaKhi Mamulashvili / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმიას პროდიუსერი და მეუღლე სოციალურ ქსელში პოპ-დივას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გააღვიძა მეუღლე.

მამულიჩამ ლელა წურწუმიას უახლესი ვიდეო „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ აღვიძებს პროდიუსერი მეუღლეს, რომელსაც ქალის სახალისო ხმა აქვს დადებული, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ძალიან გაართო. „რა საყვარელია ახალგაღვიძებული“ - უწერენ კომენტარებში პროდიუსერს.

View this post on Instagram

😢😢😢

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 50 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

View this post on Instagram

#ძირსკორონა

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც გაჰიტებულია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათსა და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს. მამულიჩას პირველი უიღბლო და ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს.

View this post on Instagram

Family❤️

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

სულ ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. ლელას და მის გერს – მამულიჩას სიმპათიურ ვაჟიშვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ლელა ოჯახის ახალ წევრებთან – რძალთან და შვილიშვილთანაც კარგ დროს ატარებს და ამას სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. კახას და ლელას საერთო ქალიშვილს კი სულ ცოტა ხნის წინ 18 წელი შეუსრულდა. გოგონა სტუდენტობისთვის ემზადება.

ყველა ახალი ამბავი
0