19:46 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1876)
2163 0 0

ევა ბარბაქაძე პოპულარობით ცნობილ დედას არ ჩამოუვარდება. გოგონა სოციალურ ქსელში ამჯერად კრიტიკის ობიექტი გახდა. ნახეთ, რატომ გააკრიტიკეს დამწყები ფოტომოდელი.

შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში ბევრი მუშაობისა და დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.

View this post on Instagram

🍊

A post shared by ევა (@_evvabarbaqadze_) on

მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. მას უკვე 57 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს. დედისგან განსხვავებით, თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა, მაგრამ უახლესმა სურათმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გააღიზიანა. „ჯვარი მაინც მოიხსენი, ღმერთის არ გეშინია?“ - ასეთი კომენტარი დაუწერა მან გოგონას ფოტოზე, სადაც ევას სარეკლამო გადაღებისთვის ჯვრის ფორმის საყურე უკეთია.

ევა ბარბაქაძე თანატოლებს შორის ორიგინალურობითა და საკუთარი ხედვით გამოირჩევა. მისი სოციალური ქსელი უამრავი ნაზი კადრით არის სავსე. სტუდენტი გოგონა ნებისმიერ სტილსა და იმიჯში განსაკუთრებულად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ შორენა ბეგაშვილს უამრავი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაში ადანაშაულებენ, ფაქტია, რომ ევა წლიდან წლამდე დედის ასლი ხდება. ამას თაყვანისმცემლები ხშირად აღნიშნავენ.

View this post on Instagram

still my favourite look🦋 @krissstmakeup

A post shared by ევა (@_evvabarbaqadze_) on

ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი იდეალურ დედობას უწევს. გოგონა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1876)

მთავარი თემები