ჩიქოვანი: საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა

© Government of Georgiaმთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი
მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
22 მაისი - საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მოქმედების ბოლო დღეა საქართველოში, თუმცა ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა და საკარანტინო ზონა შენარჩუნდება

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ ქვეყანაში მაინც იმოქმედებს ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელია, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერმა უმუშევრობის კომპენსაციის დროულად გაცემის ბრძანება გასცა >>

მათი მოქმედების ვადა დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, შევეგუოთ ამ რეალობას. არის ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა მაგალითად სოციალური დისტანცია; არის ახალი რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ბიზნესების წარმოებისათვის, სპეციალური რეგულაციების დაცვა, თუნდაც მაგალითისთვის პირბადეები, სპეციალური სამუშაო წესები და ა.შ. ასევე, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის პერიოდი, რა პერიოდიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ შეზღუდვები დარჩეს ძალაში, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

მან საზოგადოებას რეკომენდაციების და შეზღუდვების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცალკეული გამონაკლისის გარდა, მთლიანობაში სახელმწიფომ, მთავრობამ და საზოგადოებამ შეძლეს COVID-19-ის შეჩერება, თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

როგორც დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდება.

საქართველოში 21 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან ამოქმედდა კომენდანტის საათი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 721 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 485 ადამიანი, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0