06:34 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
184 0 0

საქართველოს ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით თითოეულ მართლმადიდებელ ეკლესიას მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყეების 20 ჰექტრამდე ფართობი გადაეცემა

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს საპატრიარქოსთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო და გააპროტესტა ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ეკლესიისთვის სახელმწიფო ტყეების გადაცემას ეხება.

„თითო ეკლესიაზე 20 ჰექტარი ტყის გადაცემა ამორალური საქციელია. ერთადერთი გზა, რომ ეკლესია ოქროსმოყვარულთა პოლიტიკური გაერთიანებიდან, მართლა ქრისტეს ეკლესიად იქცეს, სასწრაფოდ საჭიროა ყველა პრივილეგიის გაუქმება“, - განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, როდესაც საპატრიარქოს წინ იდგა პლაკატით ხელში, რომელსაც ეწერა „ღმერთის არ გწამთ?“

ოთხშაბათს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა განიხილეს ცვლილებები ტყის კოდექსში, რომელთა მიხედვით თითოეულ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყეების 20 ჰექტრამდე ფართობი გადაეცემა. კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.

საუბარია კოდექსის პირველი თავის მე-15 მუხლზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ტყის გადაცემას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“, - ნათქვამია კანონპროექტში.

საქართველოს ტყის კოდექსი არეგულირებს ტყეების კლასიფიკაციის, მათი გამოყენებისა და მოჭრის საკითხებს და ტყის მართვის სისტემის შექმნის საფუძველს წარმოადგენს.

მთავარი თემები