Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სულ დაკავებული ვიყავი, ყოველთვის მაკლია...“ - ნინო ანანიაშვილის ემოციური პოსტი

© photo: Sputnik / Juryi Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშინინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრიმა-ბალერინა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და წუხს, რომ საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად ვერ იცლიდა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმა-ბალერინა და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დედის მისამართით ემოციურ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ 13 წლიდან, რაც მოსკოვში წავიდა, სულ ენატრებოდა, რადგან არასდროს ჰქონდა მასთან სალაპარაკოდ დრო, სულ დაკავებული იყო ჯერ სწავლით და შემდეგ მუშაობით.

„ჩემს ელენესაც მოესწრო, და ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო. ყოველთვის მაკლია... მწყდება გული რომ დღეს ჩვენთან არ არის. გაანათლოს მისი სული“, - წერს ანანიაშვილი.

ნინო ანანიაშვილი 1963 წელს თბილისში დაიბადა. 1969 წელს სწავლა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში პედაგოგ თამარ ვიხოდცევას ხელმძღვანელობით. 1976 წელს გადავიდა მოსკოვის აკადემიურ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც მისი ერთ-ერთი პარტნიორი გახდა ანდრის ლიეპა. 1981 წელს ნინო ანანიაშვილი დიდი თეატრის დასში მიიღეს. აქ მას ასწავლიდნენ რაისა სტრუჩკოვა, რიმა კარელსკაია და მარინა სემიონოვა. 1982 წელს ნინო ანანიაშვილი დიდ თეატრში უკვე სოლო პარტიებს ასრულებდა ბალეტებში „ხის პრინცი“ და „შოპენიანა“. ბალეტ „ანა კარენინაში“ მაია პლისეცკაიას მიწვევით და მასთან ერთად ასრულებდა კიტის პარტიას. 1985 წელს ანანიაშვილმა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინას სტატუსი დაიმკვიდრა.

ნიკოლოზ ცისკარიძე და ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ცისკარიძის და ნინო ანანიაშვილის საოცარი „ქართული“ – ვიდეო

1988 წელს ნინო ანანიაშვილი და ანდრის ლიეპა პირველი საბჭოთა მოცეკვავეები გახდნენ, რომლებიც ნიუ-იორკის საბალეტო დასში (New York City Ballet) მიიწვიეს. 1993 წლიდან ნინო ანანიაშვილი ამერიკის საბალეტო თეატრის პრიმა-ბალერინაა. 1999 წელს ჰიუსტონის ბალეტის წამყვანი ბალერინა გახდა.

ნინო ანანიაშვილი რუსული საბალეტო დასის პირველი ბალერინაა, რომელიც დანიის სამეფო ბალეტის დასში ცეკვავდა. მიწვეული სოლისტის სტატუსით იგი გამოდიოდა მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო თეატრების დასებში. ნინო ანანიაშვილის პარტნიორი იყო თანამედროვეობის მრავალი ცნობილი მოცეკვავე. ანანიაშვილს შესრულებული აქვს 90-ზე მეტი პარტია.

2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი საქართველოს ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი და ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორია. ანანიაშვილი მრავალი წოდებისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდებისა (1988) და რუსეთის სახალხო არტისტის წოდებისა (1995).

ყველა ახალი ამბავი
0