19:14 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1162)
273 0 0

საქართველოს მთავრობა და ეპიდემიოლოგები კორონავირუსის პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის პრინციპებზე მსჯელობენ.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციაზე

მისი სიტყვებით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას არ იღებს არც თავად, არც პაატა იმნაძე და არც ხათუნა ზახაშვილი. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებებს, ინფორმაციებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დიდია. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად მაინც დიდ ქალაქებშია დატვირთული, განსაკუთრებით მეტრო, თბილისში - ავტობუსები და ა.შ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ეს, რა თქმა უნდა, ხვალ და ზეგ არ მოხდება, მაგრამ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი დაწესდა, ასევე მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და მეტრომ. 18 მარტიდან კი თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

დღეისთვის ტაქსი ქვეყანაში გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ზოგიერთი შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. გარდა ამისა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის თანახმად, ქვეყანაში 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი არ გახანგრძლივდება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1162)

მთავარი თემები