როდის განაახლებენ მუშაობას დაწესებულებები: ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიდისტანციურად მუშაობა
დისტანციურად მუშაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს დასრულდება.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ეპიდემიოლოგები კომპანიებს რეკომენდაციას აძლევენ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სამსახურში თანამშრომლები არ გამოიძახონ და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც დისტანციურად გააგრძელონ მუშაობა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ–კონფერენციაზე

ილია ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
კალაძე: მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაგრძელებისთვის

ზახაშვილის თქმით, საოფისე სივრცეებში ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად აუცილებელია სხვა წესების წესების დაცვაც,  როგორიცაა განიავება, სველი წესით ხშირი დალაგება და ა.შ.

„ოფისებსა და დახურულ სივრცეში მუშაობისას სამუშაო მაგიდებს შორის მხოლოდ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ეფექტს არ მოგვცემს. რეკომენდებულია საოფისე სივრცეში ხანგრძლივი დროით მუშაობისას გვქონდეს გამწოვი ვენტილაციები ან პირდაპირი განიავების საშუალებები. თითოეულ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 4-8 კვადრატული მეტრი,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მრავალმა კომპანიამ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა. ამ დროისთვის ისინი სამსახურში გასვლას ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.

 „კომპანიების უმეტესობა ონლაინ–რეჟიმში გადავიდა და თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ასეთ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება მომავალშიც რეკომენდებულია. თუ ფიზიკური ყოფნა აუცილებელია, მაშინ უნდა მოხდეს სოციალური ფაქტორის გათვალისწინება.  ისინი, ვისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება მნიშვნელოვანია, პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდნენ“, – განაცხადა ზახაშვილმა. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ ერთი წელი მოგვიწევს

მისი სიტყვებით, ერთიანი „რეცეპტი“ თუ როგორ უნდა იმუშაოს ტრანსპორტმა და ვინ როგორი რიგითობით უნდა ისარგებლოს მისით, ჯერჯერობით არ არსებობს.

 „კორონავირუსმა ჩვენ დაგვანახა ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ დიდხანს იქნება საფრთხის შემცველი. თუ იგი ამუშავდება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პირბადე და დავიმუშვოთ ხელები“, – განაცხადა ზახაშვილმა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე აღნიშნა, რომ ტრანსპორტი ისე ვეღარ იმუშავებს, როგორც ადრე.

 „თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩვეულებრივ რეჟიმში ისარგებლებენ, მაშინ კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა სწრაფად დაიწყება“, – აღნიშნა მან.

ამ დროისთვის საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეჩერებულია და ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი დასახელებული არ არის თუ როდის აღდგება საზოგადიებრივი ტრანსპორტის მუშაობა. აღნიშნული ფაქტი მოსახლეობის დიდ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს, რომელთაც უწევთ ან ძვირადღირებული ტაქსით გადაადგილება ან ფეხით სიარული.

ყველა ახალი ამბავი
0