14:09 29 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5071
  • 100 RUB4.4949
  • USD3.1865
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1619)
83 0 0

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1619)

მთავარი თემები