00:39 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1879)
73110

ცნობილი წინასწარმეტყველის ქალიშვილი საზოგადოებამ შარშან გაიცნო, როდესაც ის თაკო ჩარკვიანის ახლად დაარსებულ პარტიაში გაწევრიანდა. თამარ პატარაიამ რჩეულთან ერთად ხელი უკვე მოაწერა. წყვილი ქორწილსაც გეგმავს

ცნობილი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას შვილი თამარ პატარაია გათხოვდა. წყვილმა ბათუმში თამარობას, 14 მაისს ხელი მოაწერა და გრანდიოზულ ქორწილს უახლოეს მომავალში გეგმავს.

თამარ პატარაიას რჩეული მორაგბე ჯაბა ჯაფარიძეა. გოგონამ რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ნიშნობის ბეჭედი ჩანს. „მე ვთქვი დიახ” ეწერა ფოტოს.

წყვილის ხელის მოწერის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თამარ პატარაია საზოგადოების ყურადღების ქვეშ 2019 წლის დასაწყისში მოექცა, როდესაც პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის ახლადდაარსებულ პარტია „კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ წევ­რი გახდა, თუმცა თამარმა პარტია მალევე დატოვა.

თამარ პატარაიას ცნობილი წინასწარმეტყველი დედა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი პოლიტიკისთვის ემზადება, ის საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს და ერთ-ერთი წამყვანი მინისტრიც კი გახდება.

ლელა კაკულიას თქმით, მის შვილს წინასწარმეტყველური უნარებიც აღმოაჩნდა, რაც ასევე დაეხმარება პოლიტიკაში ყოფნისას.

თამარს განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ჯერ კოლეჯი დაამთავრა კემბრიჯში, შემდეგ კი სწავლა კილის უნივერსიტეტში განაგრძო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ამჟამად სწავლობს თსუ-ს ინგლისურენოვან ორწლიან სამაგისტრო კურსზე, ევრაზიისა და კავკასიის კვლევების მიმართულებით. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ კი, როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, კიდევ ერთი მაგისტრატურის გავლა აქვს დაგეგმილი, ამჯერად აშშ-ში - კიბერუშიშროების, ან კონფლიქტოლოგიის განხრით. ბოლოს კი, რაღა თქმა უნდა, დოქტორის ხარისხსაც შეეჭიდება.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

მთავარი თემები