Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქართველი ემიგრანტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუკეთესო პროექტები 20 ათას ლარიან გრანტებს მიიღებენ. კონკურსის საერთო ბიუჯეტი, რომელიც „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ტარდება, 750 ათას ლარს შეადგენს.

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში იწყებს საგრანტო პროექტს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული თანამემამულეებისთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევა, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება: საქართველოში 11 ათასზე მეტი თანამემამულე დაბრუნდა >>

კორონავირუსის პანდემიის გამო ქართველი ემიგრანტები განსაკუთრებულ სირთულეებს წააწყდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს ემიგრანტების დასახმარებლად. საჭიროების მიხედვით მათ ეხმარებიან საცხოვრებელით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ხელს უწყობენ სამშობლოში დაბრუნებაში. 20 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს საელჩო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თითქმის 21 ათას თანამემამულეს დაეხმარა და სპეცრეისებით დააბრუნა 12 ათასზე მეტი ადამიანი.

სამინისტრო იწყებს საგრანტო კონკურსს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. გრანტის მოცულობა ერთ გამარჯვებულზე 20 ათასი ლარია. სულ პროექტების ხორცშესასხმელად ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარია გამოყოფილი.

სუვენირების მაღაზია - Sputnik საქართველო
საქართველო – ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა: ელჩებმა ახალი დავალება მიიღეს

დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: grantebi@mfa.gov.ge.

კონკურსის დეტალების გაცნობას მსურველები საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0