Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე ეს შევძელი...“ - ნახეთ რითი ჩავიდნენ თოშა ქებურია და მისი მეუღლე ბათუმში

© Facebook / Lika Shengeliaქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რაც წყვილმა მიიღო.

მოდელი ქეთი ჟღენტი „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მილიონერმა მეუღლემ თბილისიდან ბათუმამდე მოტოციკლით იმგზავრეს. „დიახ, მე ეს შევძელი“ - წერს მოდელი, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, ასეთი მოგზაურობა პირველია.

ცნობილია, რომ თოშა ქებურია ექსტრემალია და მანქანებისა და მოტოციკლების დიდი თაყვანისმცემელი. წყვილს ორი შვილი ჰყავს. მე­ო­რე შვი­ლი მათ სექტემბერში შეეძინათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის მანამდე, 2018 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

View this post on Instagram

Morning vibes👩‍👧‍👦

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

ყველა ახალი ამბავი
0