Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიას ფოტოს აქვეყნებს - მუსიკოსი ისეთი შეცვლილია, ვერ იცნობთ

© courtesy of Assa Hallხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინი ქარსელაძე დედის ხათუნა ჟორდანიას დიდი ხნის წინანდელ უცნობ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ხათუნა ისეთი შეცვლილია, მისი ცნობა გაგიჭირდებათ.

მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ „პრაიმშოუში“ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მისი შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ძალიან ზრუნავს და ისე უვლის, როგორც დედა. „დიდი ბედნიერებაა, რომ ნინის დედა ვარ, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა როლები გავცვალეთ. საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო დედა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინია ახლა ჩემთვის“, - განაცხადა ჟორდანიამ.

მისი თქმით, ისიც კი არ იცის ბოლომდე, რა დიაგნოზი აქვს, ან რა წამლებს იღებს, რადგან მის დაავადებაში მისი შვილია გარკვეული და ის უვლის. ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ნინიმ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დედ-მამის ძველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხათუნა ძალიან გამხდარია და მისი ცნობა გაგიჭირდებათ. მოგეხსენებათ, ნინის მამა რამდენიმე თვის წინ დაიღუპა.

ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა.

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძესთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0