02:20 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1879)
170 0 0

ქართველი მოდელი სალომე ღვინიაშვილი 18 მაისს 36 წლის გახდა. კარანტინის მიუხედავად მოდელმა დაბადების დღე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მაინც აღნიშნა, წვეულება საკუთარ სახლში მოაწყო და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.

„პრაიმ შოუს“ ტელეწამყვანი და მოქმედი დიზაინერი განსხვავებული გარეგნობითა და შარმით სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. არაორდინარულ Instagram-ის გვერდს უყურადღებოდ არავინ უვლის. სრულიად პატარა უეცრად გამოჩნდა ეკრანზე. ხუჭუჭა თმებმა, გრძელმა ფეხებმა, მოხდენილმა სიარულმა და მოკაშკაშე თვალებმა უამრავი ადამიანის ყურადღება ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიდან მიიპყრო.

წლების წინ დაწყებული კარიერა დღესაც წარმატებით მიიწევს წინ. სალომე სამოდელო სფეროს და პოდიუმს დაემშვიდობა, მაგრამ მოდის სფეროს არა. ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ რამდენიმე ხნის წინ შექმნა. აღსანიშნავია, რომ პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს. 18 მაისს სალომე 36 წლის გახდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, როგორ ერთობიან მეგობრები.

View this post on Instagram

When we have each other, we have everything. 🤍

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili) on

სალომე პირველად ადრეულ ასაკში დაოჯახდა. მისი ახლად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა, სალომეს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს. მის შვილებს შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა. როგორც ჩანს, უფროსი დათო და ტასო და ნიტა ხიზანიშვილები ერთმანეთს კარგად უგებენ და მეგობრობენ. სალომე უფროს ვაჟს დათუნას ეძახის, ის 18 წლისაა, ხოლო პატარა გოგონები - ტასო და ნიტა სალომეს და ვეტერანი ფეხბურთელის ზურა ხიზანიშვილის საერთო შვილები არიან.

View this post on Instagram

💭

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili) on

უფროსი ვაჟი დედასთან და მამინაცვალთან ერთად არც ისე ხშირად ჩანს. სავარაუდოდ, თინეიჯერს ობიექტივთან გამოჩენა არ უყვარს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

მთავარი თემები