02:42 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1879)
1463 0 0

მილიონერ თემურ უგულავას უფროსი შვილი თითქმის მისი ცოლის, მოდელ ნინი ნებიერიძის ტოლია. გოგონები მეგობრობენ და ხშირად ისვენებენ ერთად.

მილიონერ თემურ უგულავას უფროსი შვილები საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა საკუთარ ცხოვრებაზე უგულავას პირველი ცოლი თეო ფერაძე სახალხოდ ალაპარაკდა. ნუცა უგულავამ სკოლა 2016 წელს დაამთავრა და წლებია ამერიკაში ცხოვრობს.

ნუცა ხშირად სტუმრობს თბილისს, თუმცა ელიტური თავშეყრის ადგილებს დიდად არ სწყალობს. ნუცა ამერიკაში ე.წ. პრივატ-ფართების ხშირი სტუმარია. ზოგჯერ წვეულებებს თავადაც აწყობს მეგობრებთან ერთად. აქტიურად არის დაკავებული სპორტით. კერძოთ, კიკბოქსინგით და სათხილამურო სპორტით. ასევე დაინტერესებულია იოგათი.

View this post on Instagram

hey dad it’s ur day 💚 მიყვარხარ (cool alo shorts btw)

A post shared by nutsa ugulava (@nugulav) on

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მას დედინაცვალთან, მოდელ ნინი ნებიერიძესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და ახლაც კალიფორნიაში მამასთან და და-ძმასთან ერთად ატარებს პანდემიის დღეებს. ნუცა უგულავას პატარა და-ძმებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, მას ოთხი წლის წინ კიდევ ერთი ძმა დედისგან თეო ფერაძისგან გაუჩნდა. შესაბამისად, მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილი ცდილობს, პატარა და-ძმებს ყურადღება სათანადოდ დაუთმოს.

View this post on Instagram

loves a baby butt 👶🏻🍬🍼🍥

A post shared by nutsa ugulava (@nugulav) on

მოდელ ნინი ნებიერიძეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ნინი იზოლაციის პერიოდს ლოს-ანჯელესში ბავშვებთან ერთად ატარებს. ნინი „ინსტაგრამზე“ შიგადაშიგ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ ცხოვრობს ოჯახი კორონავირუსის პანდემიის დროს. ცოტა ხნის წინ ტოკიო უგულავა 2 წლის გახდა. მშობლებმა მისი იუბილე სახლში აღნიშნეს. საკუთარ იუბილეს ამერიკაში შეხვდა ასევე თემურ უგულავაც. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ოჯახი ულამაზეს ვილაში ცხოვრობს, რომელსაც აუზი აქვს. ნინი ხშირად ირუჯება აუზზე და უკვე შოკოლადისფერი რუჯიც აქვს. ამასთანავე თმაც შეიჭრა და იასამნისფრად შეიღება, რაც ძალიან უხდება.

View this post on Instagram

😍✌️

A post shared by Teo Peradze (@teo_peradze16) on

მოდელი ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. თემურ უგულავა მასზე 29 წლით უფროსია. მათ რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ქალაქში ბევრს ჭორაობდნენ. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი.

View this post on Instagram

A post shared by ᴸᴵᵀᵀᴱᴬᵁᴸᵀ💭 (@litteault) on

ნინი ნებიერიძე და მილიონერი თემურ უგულავა უკვე 5 წელია ქორწინებაში არიან. მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიასთან. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ტოკიო ულამაზესი ბავშვია.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Anastacia Paichadze (@anastaciapaich) on

19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის თემურ უგულავას ქორწინების შესახებ საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ნინი სოციალურ ქსელში ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მოდელს სულაც არ აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე, კრიტიკის ავტორს პასუხი მაინც გასცა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

მთავარი თემები