კორონავირუსის ახალი შემთხვევები ზუგდიდსა და ბოლნისს უკავშირდება

გამოწერა
ამჟამად სტაციონარებში კორონავირუსის დიაგნოზით 257 პაციენტი მკურნალობს, სულ COVID-19 საქართველოში 701 ადამიანს გამოუვლინდა.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევები ბოლნისსა და ზუგდიდს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

კერძოდ, სამი შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდს და ასევე სამი - ბოლნისს. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში წყარო ცნობილია. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 31 პაციენტი მკურნალობს. ორის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარება, რომელიც კრიტიკული იყო, გაუმჯობესდა და მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურად მძიმეა.

ექვსი ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ადამიანი შეიყვანეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, შვიდიდან ორი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო.

ამ დროისათვის კლინიკაში ორი არასრულწლოვანი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

ეზუგბაიას სიტყვებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც კლინიკებში მკურნალობენ – ამ დროისთვის სტაციონარებში 275 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ, ამჟამად COVID-19-ის დიაგნოზით 257 ადამიანი იმყოფება.

„საკმაოდ სოლიდური სხვაობაა გამოჯანმრთელებულებსა და იმ პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობას აგრძელებენ. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 147-ით აღემატება იმათ რაოდენობას, ვინც ამ მომენტისთვის მკურნალობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტი მკურნალობს. სამი მათგანი ბოლნისთანაა დაკავშირებული, კიდევ სამი საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს. ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამჟამად კლინიკაში 43 პაციენტი რჩება, მათ შორის ათი მოზარდი.

რეანიმაციულ განყოფილებაში ორი პაციენტი რჩება.

კლინიკის ექიმები ოთხი პაციენტის, მათ შორის, ერთი ბავშვის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ახალი პაციენტები მეათე დღეა არ მიუღია. 18 მაისს კლინიკას ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

კლინიკაში რჩება 28 პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენებს კი მძიმე კლინიკური პათოლოგიები არ აღენიშნებათ. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ ერთი წელი მოგვიწევს

„ამ მომენტისთვის ჩვენთან კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტების რაოდენობა ყველაზე მცირეა - 20 ინფიცირებული, რაც ძალიან გვახარებს. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ერთი პაციენტი, რომელიც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული, თუმცა მის შემთხვევაში მეტ-ნაკლებად დადებითი დინამიკა შეინიშნება“, - განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.

ამ დროისათვის საქართველოში COVID-19-ის დიაგნოზი 701 ადამიანს დაუდასტურდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი, გარდაიცვალა 12. კარანტინში იმყოფება 3 787 ადამიანი. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 337 ადამიანი. 

ყველა ახალი ამბავი
0