22:58 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2244)
260 0 0

ადამიანების ტემპერატურის მაქსიმალური კონტროლისთვის იქნება გამოყენებული ვიდეოსკრინინგი, რომელიც ადამიანების მასობრივი შემოწმების საშუალებას იძლევა

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. დაიწყო მომზადება სავაჭრო ცენტრების გახსნისთვის და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ობიექტები, უკვე შეთანხმებულია, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

11 მაისიდან საქართველოში ნებადართულია ყველა საცალო და საბითუმო მაღაზიის მუშაობა, რომლებსაც შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვთ - სავაჭრო ცენტრების და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა.

„მოლებთან დაკავშირებით ალბათ ხვალ მივიღებთ დასკვნით დოკუმენტს. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მოლების წარმომადგენლებთან და ფაქტობრივად შეიძლება, ითქვას, შეჯერებული ვართ ყველა იმ პუნქტზე, რომლის დაკმაყოფილებაც მათ მოუწევთ. სოციალური თავშეყრა საკმაოდ მაღალია ასეთი ტიპის ობიექტებთან, ამიტომ განსაზღვრული არის ასევე კვადრატულობა, თუ რამდენი ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს მოლში“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ პირველი არხის ეთერში.

მეტი ეფექტურობისთვის სავაჭრო ცენტრებში ვიდეოსკრინინგს გამოიყენებენ.

„იმისათვის, რომ ადამიანების ტემპერატურის კონტროლი მაქსიმალურად შევძლოთ, გამოიყენება ვიდეოსკრინინგი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მასობრივად ბევრი ადამიანის სკრინინგი მოხდეს. თუ ცხელება იქნება, ამ შემთხვევაში ვიდეოკამერა მოახდენს შესაბამისი განგაშის მეშვეობით რეაგირებას“, - განმარტავს ფერაძე.

ეზუგბაია: შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ >>

მისი თქმით, გაუმჯობესდება სავენტილაციო სისტემა, ყოველ ორ საათში ერთხელ ჩატარდება ლიფტების და ესკალატორების სახელურების დეზინფექცია.

ფერაძის თქმით, დარგის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული დიალოგის შემდეგ, დარჩა დოკუმენტის შემუშავება და მთავრობის მიერ დამტკიცება.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2244)

მთავარი თემები