00:32 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (997)
3982 0 0

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ქართველ ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, გული გაუჩერდა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. რუსეთში, სეჩენოვის უნივერსიტეტში კორონავირუსით ქართველი ექიმი ზაალ გიორგაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსეთში ქართული დიასპორა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ირკვევა, რომ ექიმი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე იყო. 67 წლის იყო და პანდემიის დროს სახლში დარჩენა შეეძლო, მაგრამ თავის გუნდთან ერთად წინა ხაზზე ყოფნა გადაწყვიტა. კორონავირუსისგან უამრავი პაციენტი განკურნა, თუმცა თავად ვირუსს ემსხვერპლა და 9 მაისს გული გაუჩერდა.

„ისე მენატრები, მამა. მიყვარხარ მთელი გულით. შენ აუცილებლად უნდა გამხდარიყავი ვინმესთვის მფარველი ანგელოზი და ამიტომაც მოგიწია წასვლა. დამაკვირდი ციდან, შენ ჩემით იამაყებ!“ – დაწერა სოციალურ ქსელში მისმა ქალიშვილმა ქეთი გიორგაძემ.

მსოფლიოში კორონავირუსის 4 444 670 შემთხვევაა. ამ დროისთვის რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 252 245 ადამიანს შეადგენს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (997)

მთავარი თემები