23:00 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
206 0 0

ცოტა ხნის წინ ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს, კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა. შვიდი სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელი გეტას კლასტერიდანაა.

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

ცოტა ხნის წინ ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს, კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა. შვიდი სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელი გეტას კლასტერიდანაა.

გამოჯანმრთელდა 383 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4233, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 373 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

მთავარი თემები