21:59 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (201)
157 0 0

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა აივ ინფიცირებულების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის დასაწყისიდან 55 აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფიცირებული გარდაიცვალა, რომელთაგანაც 45 მამაკაცია და 10 ქალია,  აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის შიდსის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 8299 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6196 მამაკაცია და 2103 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. დღემდე შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, გარდაცვლილია 1690 ადამიანი (ბოლო ერთ თვეში გარდაიცვალა 16 ადამიანი).

2020 წლის 13 მაისისთვის, მიმდინარე წელს აივ ინფიცირების 197 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

შედარებისთვის, 2020 წლის 14 აპრილისთვის იყო 8269 რეგისტრირებული შემთხვევა. შესაბამისად, ერთ თვეში შემთხვევათა რაოდენობა 30-ით გაიზარდა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.3 % (3093) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.4 % (4019) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (991) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში - 3074. აქედან 87 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელია. სამეგრელოში - 1147; იმერეთში - 998; აჭარაში - 949; აფხაზეთში - 525; კახეთში - 408, ქვემო ქართლში - 473; შიდა ქართლში - 304; გურიაში - 175; სამცხე-ჯავახეთში - 112 და ა.შ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს გარდაიცვალა 116 ადამიანი, 2018 წელს – 135, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 ვაჟია, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. სამი გავიდა ქვეყნიდან.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აღინიშნება ახალი შემთხვევების სტაბილური ზრდის ტენდენცია. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა. 

აივ — ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ, ან ძალიან იშვიათად ავადდებ

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (201)

მთავარი თემები