Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ღვინიაშვილმა დილის ვარჯიშის დროს სექსუალური ტანი გამოაჩინა - Instagram-ის ვიდეო

© Photo: Salome Gviniashvili / FBსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა მოდელმა, ტელეწამყვანმა და დიზაინერმა თვითიზოლაციის პირობებში ვარჯიში სახლში განაგრძო. როგორ ვარჯიშობს სალომე საკუთარ აივანზე? ვიდეო მისი ოფიციალური გვერდიდან.

კორონავირუსის გამო პოპულარული სახეები საყვარელ ადგილებში აღარ ჩნდებიან. დახურული სივრცეები ახალ შესაძლებლობებსა და იდეებს აჩენს. სელებრითები საკუთარი სხეულის ლამაზი ფორმების შესანარჩუნებლად სხვადასხვა ორიგინალურ ხერხს მიმართავენ. ზოგი მათგანი მაკიაჟის გაკეთების პროფესიონალურ ხრიკებს მიმართავს, ზოგმა კი ფიტნეს-ინსტრუქტორობაც კი შეითვისა. ამასობაში სალომე ღვინიაშვილიც არ მოდუნდა. გადაცემა „პრაიმ-შოუს“ გადაღებები გადაიდო, შესაბამისად, მეტი თავისუფალი დრო გაჩნდა, ხოლო ყოფილი მოდელის სამოსის მაღაზია დისტანციურ გაყიდვებზე გადავიდა. სალომემ ვარჯიში სახლში განაახლა. საკუთარი სახლის აივანზე გადაღებულ ვიდეოზე ფეხბურთელის ცოლის სექსუალური ტანი კარგად ჩანს. როგორც ჩანს, ქართველი ვარსკვლავების უმეტესობა ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. თვითიზოლაციის პირობებში მათი სოციალური ქსელებიდან მათი ყოველდღიური რუტინა უფრო კარგად გამოჩნდა.

ცნობილი ფეხბურთელის არანაკლებ პოპულარული ცოლი დიდ ინტერესს იმსახურებს. სალომე ღვინიაშვილს სხვადასხვა ვიდეორგოლებსა და სარეკლამო კლიპებში ჯერ კიდევ მაშინ იღებდნენ, როდესაც მას არავინ იცნობდა. მისი კარიერა თინეიჯერობის ასაკიდან იწყება და დღემდე შესაშური წარმატებით ვითარდება. ყოფილმა მოდელმა რეალითი შოუს „ტოპ-გოგონას“ წამყვანობაც მოირგო, რომელიც წლების წინ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა და მრავალი მაყურებელი ქარიზმატული მოდელებისა და სალომე ღვინიაშვილის ელეგანტურობის გამო ტელეეკრანებს მიაჯაჭვა. ამ პერიოდის მერე სალომემ აქტიური მოღვაწეობა დაიწყო და მალე ტანსაცმლის საკუთარი ხაზი შექმნა. ყველასათვის ცნობილია, რომ ფოტომოდელს სამი შვილი ჰყავს. მაგრამ ბევრმა არ იცოდა, რომ სალომე ღვინიაშვილს უფროსი ვაჟი პირველი წარუმატებელი ქორწინებიდან ეყოლა, რომელზეც არასდროს საუბრობს. მის შვილებს შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

View this post on Instagram

💭

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili) on

ვირტუალური სივრციდან ჩანს, რომ დათო, ტასო და ნიტა ხიზანიშვილები ერთმანეთს კარგად უგებენ და მეგობრობენ. სალომე უფროს ვაჟს დათუნას ეძახის, ის 17 წლისაა, ხოლო პატარა გოგონები - ტასო და ნიტა სალომეს და ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილის საერთო შვილები არიან. უფროსი ვაჟი დედასთან და მამინაცვალთან ერთად არც ისე ხშირად ჩანს. სავარაუდოდ, თინეიჯერს ობიექტივთან გამოჩენა არ უყვარს.

ყველა ახალი ამბავი
0