20:48 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (80)
81 0 0

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ პროდუქტებზე ფასები, დანარჩენ პროდუქტებთან შედარებით, ნაკლებად გაიზარდა.

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. პროდუქტებზე ფასები უახლოეს თვეებში დაიკლებს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

აპრილში ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა. ამასთან, პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,1%-ით, მარტთან შედარებით კი 3%-ით გაიზარდა. 

„დღეისათვის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები ფაქტობრივად იკლებს. ფასებმა დაიკლო შაქარზე, მზესუმზირის ზეთზე, მაკარონზე და ა.შ. ამ პაკეტში ფასების ზრდა შედარებით უმნიშვნელო იყო. ყველაზე მეტად წიწიბურას ფასი გაიზარდა, რომელიც დეფიციტში იყო. პერსპექტივაში ფასების კლებას უახლოეს თვეებში ველოდებით. ეს საერთაშორისო ტენდენციაა, თან ახლა ჩვენთან სეზონური პროდუქტებიც შემოდის, ასე რომ, ინფლაციური წნეხი დაიწევს“, – განაცხადა დავითაშვილმა.  

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ პროდუქტებზე ფასები, დანარჩენ პროდუქტებთან შედარებით, ნაკლებად გაიზარდა.

„ფასების მატებას ლოგიკური ახსნა აქვს. ჩვენ იმპორტირებულ პროდუქციაზე სავაჭრო შეზღუდვები გვქონდა, ასევე გავლენა მოახდინა სეზონურმა ფაქტორმა. ეს იყო პერიოდი, როდესაც არ იყო ადგილობრივი პროდუქციის მარაგი და არც სეზონური ახალი პროდუქცია იყო შემოსული“, – განაცხადა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კრიზისის პერიოდში იმპორტიორი კომპანიებისთვის „კვების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ შეიმუშავა.

აღნიშნული პროგრამის თანახმად, 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით უნდა მომხდარიყო იმ იმპორტიორი კომპანიების სუბსიდირება (ვალუტის კურსის სხვაობის სუბსიდირება), რომლებიც კვების ძირითად ცხრა პროდუქტს ყიდულობენ და შემოაქვთ ქვეყანაში – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (80)

მთავარი თემები