თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მამისაშვილის, ნაკადულის, ანდრია დადიანის, ქინძმარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის და ძოწენიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.