ქართველი ცნობილების ყოფილები - ისტორიები, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

© Ia parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანთან იყვნენ დაკავშირებული, თუმცა მათი გზები გაიყარა და, შესაძლოა, არც კი გახსოვდეთ, რომ მათ ოდესღაც სიყვარული აკავშირებდათ.

21-ე საუკუნეში ხშირია შეყვარებული წყვილების დაშორება. ხშირად არის სხვადასხვა თოქ-შოუებში წყვილები, როგორ შესციცინებენ ერთმანეთს თვალებში ხელიხელჩაკიდებული, არ იშურებენ თბილ და ლამაზ სიტყვებს, ერთ მშვენიერ დღეს კი გამოდიან და აცხადებენ, რომ მათი სიყვარულო სათანადოდ მყარი არ ყოფილა და ბევრ განსაცდელს ვერ გაუძლო, ამიტომაც წყვილმა ცალ-ცალკე არჩია ცხოვრების გაგრძელება.

მოცეკვავეების - გიგი გაჩეჩილაძის და სალომე ჭაჭუას წყვილი საზოგადოებამ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. წყვილი 8 წელი იყო ერთად და ისინი საცეკვაო პარტნიორებიც იყვნენ. დაშორების შემდეგ სალომე მალევე დაქორწინდა მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე, თუმცა მათი რომანი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

მსახიობი ია ფარულავა და ბიზნესმენი ფადი ასლი - ია ფარულავა იმ იშვიათთაგანია, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებს. მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია და მუდამ შესაშურად გამოიყურება. ცხოვრების მანძილზე რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა, შესაბამისად, სკანდალები და ჭორები მისი ცხოვრების ნაწილია.

იას ერთ-ერთი სერიოზული გატაცება ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი გახლდათ. წყვილი წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდა, თუმცა ურთიერთობა არ დაუკანონებიათ. წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა. ბიზნესმენმა იას მისი სახელის ხსენება აუკრძალა, რის გამოც მსახიობი მას „უხსენებელს“ ეძახის. ია ფარულავას ბოლო სიყვარული მუსიკოსი ტარიელ სუარი იყო. ყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვნაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ „ნიჭიერის“ სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა.

მომღერალი ნინა სუბლატი და „მასტერშეფის“ მონაწილე პიტო - მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ ულამაზესმა ნინამ ეკრანზე გამოჩენისთანავე გამოაჩინა თავის შეყვარებული, იმ დროს პიტო ნაკლებად ცნობილი იყო. წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს და რამდენიმე თვეში ნინაც მუსიკოს გიორგი ბერეჟიანზე გათხოვდა. წყვილი პირველ შვილს ელოდება.

მომღერალი და ტელეწამყვანი ელენე კალანდაძე და მომღერალი ნოდარ ხუციშვილი (გიო ხუციშვილის ვაჟი) -  გაცნობიდან 3 წლის თავზე იქორწინეს, მაგრამ მათმა ქორწილმა 3 თვემდე ვერ მიაღწია. ამჟამად ელენე გათხოვილია.

ყველა ახალი ამბავი
0