06:52 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1880)
17110

ცნობილი მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი დის მიერ მომზადებული საჩუქრის ფოტო-ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ, რა გააკეთა ნინიმ მოდელი დისთვის.

რამდენიმე თვის წინ გოგიჩაიშვილების ოჯახში ტრაგიკული ისტორია დატრიალდა. დიდებისა და პატარების საყვარელი ტელესახე გიორგი გოგიჩაიშვილი, უმეტესობისთვის - გოგიჩა სიმსივნისგან გარდაიცვალა. ამჯერად ნახეთ, რა მოუმზადა უმცროსმა დამ უფროსს - ვიდეო სოციალური ქსელიდან, რომელსაც ნანუკა გოგიჩაიშვილი დიდი სიყვარულით აქვეყნებს. მოდელი და მხატვარი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მოდელის დაბადების დღეზე „ზარაფხანის“ მფლობელმა ნიკა ნაყოფიამ შეყვარებულს ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. სწორედ ნიკასთან სტუმრობამ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. ნანუკამ დის მიერ მომზადებული მარწყვის ტარტის ვიდეო გაასაჯაროვა.

„ნინის სიურპრიზი ოჯახს" - ამ სიტყვებით იწყება ნანუკა გოგიჩაიშვილის ვიდეო. აღნიშნული კადრები მანქანაშია გადაღებული. დები ქმრის და სიძის ოჯახს სტუმრობენ, რისთვისაც საგანგებოდ მოემზადნენ. ნინი გოგიჩაიშვილმა თვითიზოლაციის პირობებში კულინარიული ნიჭი გამოავლინა და ტორტების გამოცხობას ნამდვილი კონდიტერივით შეუდგა. შედეგიც სახეზეა - მარწყვის ტარტი მადისაღმძვრელად გამოიყურება. "ეს გაგვიკეთა ნინიმ" - ამბობს ნანუკა.

ნანუკასთვის ეს პირველი ოჯახია, ნიკასთვის კი მეორე ქორწინებაა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა წარუმატებელი აღმოჩნდა. მან წლების წინ ცო­ლად „მის სა­ქარ­თვე­ლო 2008“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი მალე და­შორ­დნენ. ხათუნა სხირტლაძე მეორედ დაოჯახდა, ნიკოლოზ ნაყოფიამ კი „ზარაფხანის“ ბიზნესის განვითარება დაიწყო და საქმეს წარმატებით შეუდგა. ნინი, ნანუკა და ნანუკას მეორე ნახევარი ერთად ხშირად მოგზაურობენ, კორონავირუსის პირობებში კი ისინი ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1880)

მთავარი თემები