საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

© photo: Sputnikპირველკლასელი
პირველკლასელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო პირველკლასელთა რეგისტრაციისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში 11 მაისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 1 ივნისამდე გაგრძელდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია შეეხება იმ ბავშვებს, რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. 

გოგონა ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
„ვებსკოლა“ – ახალი პროექტი ქართველი აბიტურიენტებისთვის

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, ანუ საყოველთაო რეგისტრაციას, იგი დაიწყება 2 ივნისს და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნული ეტაპი 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლაში აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის ვადები გაახანგრძლივა.

ყველა ახალი ამბავი
0