21:56 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1203)
92 0 0

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ინფექციის საწყის ეტაპზე ექიმები დაბნეულები იყვნენ, თუმცა შემდეგ ისწავლეს მკურნალობის მეთოდები და დღეს სხვა ქვეყნებსაც უზიარებენ გამოცდილებას

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს მედიცინამ  ამ ეტაპზე კოვიდინფექციაზე გაიმარჯვა, განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტი მოხვდა. ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ინფექციის საწყის ეტაპზე ექიმები დაბნეულები იყვნენ, თუმცა შემდეგ ისწავლეს მკურნალობის მეთოდები.

„ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა. პირველმა პაციენტმა, რომელიც 10 მარტს შემოვიდა, თავიდან ბოლომდე დაგვაბნია, მაგრამ დღეს დავწყნარდით, მოვლაც ვისწავლეთ, მკურნალობაც და ტაქტიკაც. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. ამ ეტაპზე, ომი მოვიგეთ“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა დაავადებულთა რაოდენობას აჭარბებს. ასე მაგალითად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 9 ადამიანს, ხოლო გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 635-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 309 ადამიანი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1203)

მთავარი თემები