19:18 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1154)
70 0 0

რამდენიმე დღის წინ ყვარელში სასწრაფოს ექიმსაც, რომელთანაც კორონავირუსზე სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა,  PCR ტესტით COVID-19 არ დაუდასტურდა.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია,  კორონავირუსი განმეორებითი კვლევით არ დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სწრაფი ტესტი მედიკოსს  საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა და COVID-19 იქ დაუდასტურდა.

ექთანს განმეორებითი კვლევა ჩაუტარეს და ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. თუმცა, მედიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ღრმა კვლევა მაინც ჩაუტარდეს.

ექიმების განცხადებით, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსისა" და ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აქვს.

„გვქონდა დადებითი პასუხი, შემდეგ კლინიცისტების ჩარევის შემდეგ ჩატარდა განმეორებითი ტესტირება და მივიღეთ უარყოფითი პასუხი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო ღრმა კვლევა ჩატარდეს. ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო შემთხვევა, როდესაც ექიმი, თავისი სამედიცინო შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას კვლევის გაგრძელებაზე", - განაცხადა   ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ,  მაკა სოლოღაშვილმა.

ამ დროისთვის ექთანთან კონტაქტში მყოფი 50-მდე პირია მოძიებული.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ყვარელში სასწრაფოს ექიმსაც, რომელთანაც კორონავირუსზე სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა,  PCR ტესტით Covid-19 არ დაუდასტურდა. ბოლო დრომდე კახეთის რეგიონი კორნავირუსისგან თავისუფალ, ე.წ. „მწვანე ზონად“ რჩებოდა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსი 626 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 297. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 452 პაციენტია. გარდაიცვალა 10  პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1154)

მთავარი თემები