მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, პარლამენტის სახელით, ნობათი გადასცეს

© photo: Sputnik / Stringerმეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვაკის პარკში
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ვეტერანებს სურსათ-პროდუქტები გადასცეს. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საიუბილეო მედალი - Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე საიუბილეო მედლით ჯილდოვდება

პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის სახელით შეძენილი ნობათი 149 ადამიანს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ 14 ვეტერანს გადაეცა.

ქართული წარმოების პროდუქტები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დაფასოვდა და დარიგდა.

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი ჩაურიცხა

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან.თუმცა წელს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი აკრძალვები მოქმედებს – მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება.

 „საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 22 მაისამდე იკრძალება ნებისმიერი აქციის, შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე კულტურული ღონისძიებების, მათ შორის გამარჯვების დღის აღნიშვნა“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

ომის ვეტერანი ნიკოლაი ჩუიანოვი - Sputnik საქართველო
დღესასწაული თქვენთანაც მოვა: პუტინმა ქართველ ვეტერანს წერილი გამოუგზავნა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 371 ვეტერანი ცხოვრობს, ყველაზე უფროსი დაახლოებით 103 წლისაა, ყველაზე უმცროსი 94 წლის.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0