თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი ჩაურიცხა

© FB / Giorgi Margvelashviliმეორე მსოფლიო ომის ვეტერანები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დახმარების ოდენობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის 300 ლარს შეადგენს.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი ჩაერიცხათ.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამარჯვების 75-ე წლისთავი: პუტინმა ქართველ ვეტერანებს მისალოცი წერილი გაუგზავნა

თბილისის მერიის ცნობით, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 149 ვეტერანს და ომში მარჩენალდაკარგულ 51 პირს გაეწია.

ასევე ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მაისის 769-ე განკარგულების საფუძველზე.

დახმარების ოდენობა აქაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის შეადგენს 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის - 300 ლარს.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა - Sputnik საქართველო
„როდესაც მთელი ცხოვრება - ომია“ - მეორე მსოფლიო ომის 102 წლის ვეტერანის ტრაგიკული ისტორია

ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაურიცხავს.

საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 371 ადამიანი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0