07:10 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1148)
174 0 0

ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. გვქონდა მოლაპარაკება ავიაკომპანია Georgian Airways-თან, რათა რეგულარული ფრენები, სულ მცირე, ორი მიმართულებით განახლდეს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხუთშაბათს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველომ 21 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა.

თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს Georgian Airways-თან. როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, ქართულ ავიაკომპანიას მთავრობა მხარდაჭერის პაკეტსაც შესთავაზებს.

„საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, რადგან ახლა ისეთი ვითარებაა, ერთმანეთს თუ არ დავუდგებით გვერდით მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია, ალბათ გაჭირდება ფენების სწრაფად აღდგენა, და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას არ დაუკონკრეტებია, რომელი მიმართულებით აღადგენს ივლისიდან ფრენებს Georgian Airways. მინისტრის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ავიაკომპანია Wizz Air-თანაც.

„ვიზეარის“ შემთხვევაში ახლა ველოდებით მათგან მიმართულებების​ მოკლე სიას, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მათ მიაჩნიათ, რომ საწყის ეტაპზე ყველაზე მეტ ტურისტს შემოიყვანენ. ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ“, - განაცხადა თურნავამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ევროპიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნების მიზნით სპეცრეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1148)

მთავარი თემები