23:01 19 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (353)
102 0 0

საქართველოში მოქმედებს პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს". იგი ითვალისწინებს ერთდროულად ასი პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს მოგებას მოუტანს და კერძო სექტორს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

კალაძის თქმით, პანდემია ნეგატიურად აისახა ქალაქის საბიუჯეტო შემოსავლებზე, ამიტომ ხელისუფლება სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ზომებს იღებს. 

„აუცილებელია არა მარტო უძრავი ქონების და მატერიალური აქტივების, არამედ ნებისმიერი ტიპის სხვა აქტივების მოძიება, რომელთა პრივატიზებაცაა შესაძლებელი. ეს, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს მოგებას მოუტანს და, მეორე მხრივ, კერძო სექტორის ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის“, – განაცხადა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

2019 წლის შემოდგომიდან საქართველოში მოქმედებს პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს". იგი ითვალისწინებს ერთდროულად ასი პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას.

სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რათა ბიზნესს ეფექტური ოპერირების საშუალება ჰქონდეს. პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორს საკუთრებაში 50 სახელმწიფო ობიექტი უკვე გადაეცა.

თემები:
თბილისის მერია (353)

მთავარი თემები