08:18 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1209)
591610

პატარა ბავშვებისთვის პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის და მშობლებმა უნდა იზრუნონ სოციალური და ფიზიკური დისტანციის დაცვაზე

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, მგზავრებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პირბადის ტარება გავრცელებულ მოვლენად იქცა. მის გარეშე აკრძალულია ტაქსით სარგებლობა, მაღაზიებში, აფთიაქებში და საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა.

„დღეისათვის ყველგან რეკომენდებულია ნიღბის ხმარება და ნიღაბი უნდა გამოიყენოს ყველამ მიუხედავად იმისა, ის რამდენად ჯანმრთელად გრძნობს თავს. დღეისთვის აღიარებულია ასე, რომ თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის დაახლოებით 50-70%-მდე შეამცირებს რისკს, რომ გადასდოს თავისი დაავადება ჯანმრთელ ადამიანს და ეს შეეხება არა მარტო კორონავირუსს, სხვა რესპირაციულ ვირუსებსაც“, - განუცხადა ზახაშვილმა ჟურნალისტებს.

ზახაშვილის თქმით, ადამიანმა ნიღაბი უნდა გამოიცვალოს 2-3 საათში ერთხელ. მრავალჯერადი ნიღბები უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს, ერთჯერადი კი უსაფრთხოდ გადაიყაროს. დაუშვებელია პირბადის ნიკაპზე ჩამოცურება, ხელის ხლება, მოხსნა და შემდეგ ისევ გაკეთება.

ასევე ექიმმა აღნიშნა, რომ პატარა ბავშვებისთვის პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის და მშობლებმა უნდა იზრუნონ სოციალური და ფიზიკური დისტანციის დაცვაზე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან - 26 თებერვლიდან 5 მაისამდე დაავადების 604 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 240 გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავრცელების შეკავების და აღმოფხვრის მიზნით ქვეყანაში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აპრილის შუა რიცხვებში საქართველოში მოქმედებდა ყველაზე მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის ავტომობილით გადაადგილებაზე აკრძალვა. 27 რიცხვის შემდეგ ხელისუფლებამ მათი ეტაპობრივი შერბილება დაიწყო. სავარაუდოდ, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას ოთხი ეტაპის გავლის შემდეგ დაუბრუნდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი ფარგლებში ამუშავდება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1209)

მთავარი თემები