07:40 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1148)
127 0 0

კორონავირუსის პანდემიის დროს კახეთის რეგიონი ბოლო დრომდე მწვანე ზონად ითვლებოდა, თუმცა 2 მაისს ყვარელში სასწრაფოს ექიმისთვის ჩატარებულმა სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. კახეთში სასწრაფოს ექიმს, რომელთანაც კორონავირუსზე სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა,  PCR ტესტით Covid-19 არ დაუდასტურდა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის პანდემიის დროს კახეთის რეგიონი ბოლო დრომდე მწვანე ზონად ითვლებოდა, თუმცა 2 მაისს ყვარელში სასწრაფოს ექიმისთვის ჩატარებულმა სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

თუმცა, გაბუნიას თქმით, დამატებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ დადასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი. ბოლო კვლევის პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რასაც განაცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, შესაბამისად, უნდა ენდოთ მათ განცხადებას. შესაძლებელია, იყოს გარკვეულწილად ტესტის ხარვეზი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით,  ყვარელში მომუშავე სასწრაფო დახმარების ექიმს  ჩაღრმავებული კვლევა უტარდება, რომლის პასუხი ხვალ იქნება ცნობილი.

„კახეთში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნა გამოკვლეული და ყველა შემთხვევაზე ამ ეტაპზე არის უარყოფითი პასუხი, ხოლო რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ იქ ვაგრძელებთ ჩაღრმავებულ კვლევას და იმედი მაქვს, ამ კითხვაზე უკვე გარკვეული პასუხი გვექნება. ჩვენ შევაჯერებთ ყველა იმ შედეგს, რასაც ვიღებთ სხვადასხვა მეთოდოლოგიით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 240, გარდაიცვალა 9. კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 355 პაციენტი მკურნალობს.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1148)

მთავარი თემები