06:04 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1148)
103 0 0

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, შეზღუდვები საბოლოოდ მოიხსნება 6 ივლისისთვის, ექვს ეტაპად, ყოველი მომდევნო ეტაპი ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება.

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. ბათუმში სატვირთო ავტომობილების  მძღოლებმა ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტრაილერების მძღოლები, რომლებსაც თურქეთიდან ტვირთები შემოაქვთ, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას, კონკრეტულად კი, გადაადგილების, ასევე საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის გაფორმებისთვის გათვალისწინებული დროის გახანგრძლივებას ითხოვენ.

„72 საათში უნდა მოვასწროთ ყველა პროცედურის გავლა, ასევე  თურქეთში გადასვლა და უკან დაბრუნება. თუ დრო დავარღვიეთ, ვჯარიმდებით. 72 საათი საერთოდ არ არის საკმარისი, რომ პროცედურები მოვასწროთ. შორ მანძილს გავდივართ, პროდუქტებით ვიტვირთები და კიდევ ეს პროცედურები“, - განაცხადეს  აქციის მონაწილეებმა.

ტრაილერების მძღოლები ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ მათი პრობლემები არ მოგვარდება,  მძღოლები გზების გადაკეტვას გეგმავენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში ერთი თვით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შემდეგ გააგრძელა 22 მაისამდე.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, შეზღუდვები საბოლოოდ მოიხსნება 6 ივლისისთვის, ექვს ეტაპად, ყოველი მომდევნო ეტაპი ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1148)

მთავარი თემები