21:01 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (136)
210 0 0

საქართველოს პრეზიდენტი 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ საშუალებით დაეხმარა.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. „სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, 12 792 ლარით დაუფინანსა, ნათქვამია საქართველო პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ (www.charte.ge) საშუალებით დაეხმარა.

მოსწავლეებს, „ჩართეს“ პლატფორმის საშუალებით ასევე შეუძლიათ უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას, მედიაწიგნიერებას, ფინანსურ განათლებას და ა.შ.

ვებგვერდის ცნობით, დღეს საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მათი 95% ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას.

ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრამდე არ განახლდება. თუმცა არც აკადემიური წლის გამოცხადება იგეგმება, აცხადებენ მთავრობაში.

როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

30 მარტს განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მოწოდებულია საგანგებო მდგომარეობის დროს მოსწავლეებს დისტანციურად დაეხმაროს პროგრამის ათვისებაში. იგი ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის.

პროექტი „ტელესკოლა“ მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

რა საკითხები განიხილა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან >>

„სალომე ზურაბიშვილის ფონდი", რომელშიც პრეზიდენტობის დღიდან სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ხელფასს რიცხავს,  2019 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (136)

მთავარი თემები