თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვები ამოქმედდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საავტომობილო გზაზე შეზღუდვები "ქართლი-2“-ის ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, აღნიშნული სამუშაოების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრზე, სოფელ რენესთან ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.