Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„წავიდა ჩემი პოზიტივი სახლში“ - ორი წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - ფოტოები

© photo: Sputnikქალი და ბავშვი
ქალი და ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი წლის პაციენტი ექიმებთან ერთადაა აღბეჭდილი.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 წლის ბავშვი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მისი დედა ნანა პაპავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ჩემ­მა პა­ტა­რა ბიჭ­მა ძა­ლი­ან გუ­ლის­ხმი­ე­რი, გამ­ბე­და­ვი და შრო­მის­მოყ­ვა­რე მედ­პერ­სო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბით და­ა­მარ­ცხა კო­ვიდ-19. მინ­და სა­ჯა­რო მად­ლო­ბა ვუ­თხრა მათ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­სა და სით­ბოს­თვის, რა­საც ჩვენს მი­მართ იჩენ­დნენ. თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ხართ გმი­რე­ბი. ბევრ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ და მად­ლი­ერ პა­ცი­ენტს გი­სურ­ვებთ. პ. ს. ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია ორი უარ­ყო­ფი­თი PCR ტეს­ტის შემ­დეგ“, – წერს მშო­ბე­ლი.

თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ ორი წლის ანდრიას კორონავირუსი მარტის ბოლოს აღმოაჩნდა. კლინიკაში თავად ინფიცირებული დედაც მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. გამოჯანმრთელდა 223 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4830, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 521 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდგინდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0