Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მე ისევ ვიშრომებ, სხვებს შეუძლიათ ტალახი ზილონ – ვისზე წერს ნოდარ მელაძე

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მთავარი არხიდან“ ნოდარ მელაძე რამდენიმე დღის წინ წამოვიდა. მასთან ერთად არხი ოთხმა ჟურნალისტმა დატოვა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი და ამჟამად „TV პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის დუმილს ინარჩუნებს მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარ რეალურ სახეს ამჟღავნებენ.

ჟურნალისტის თქმით, მისთვის მთავარი პრინციპი ცხოვრებაში შრომაა. „ჰოდა მე ისევ ვიშრომებ, სხვებს შეუძლია ტალახი ზილონ“, – წერს ნოდარ მელაძე.

რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხიდან“ წასული არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანია „TV პირველის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა. მელაძის „მთავარი არხიდან" წასვლის მიზეზი უცნობია. Facebook-ზე მან მხოლოდ ეს დაწერა: „ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე“.

Инга Григолия - Sputnik საქართველო
„კეთილი იყოს თქვენი ფეხი...“ - „მთავარი არხიდან“ ოთხი ჟურნალისტი „TV პირველზე“ გადავიდა

„მთავარი არხის“ დაფუძნებამდე ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-ში მუშაობდა და ბოლო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილთან ერთად მუშაობა „მთავარ არხზე“ გააგრძელა.

„TV პირველის“ გუნდს „მთავარი არხიდან“ წასული ოთხი ჟურნალისტიც შეუერთდა. ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი „TV პირველში“ განაგრძობენ მუშაობას.

ყველა ახალი ამბავი
0