„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: თბილისის 200-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

© courtesy of Georgian Water and Power - GWP LTD Georgian Water and Power (GWP)
 Georgian Water and Power (GWP) - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ხუთი რაიონის მოსახლეობას 4 მაისის 15:00 საათიდან 5 მაისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების მოსახლეობას 4 მაისს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება, იუწყება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgian Water and Power).

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების შეზღუდვა ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

„აღნიშნული  ტექნიკური სამუშაოების დროულად ჩატარება სამომავლოდ თავიდან აგვაცილებს სატუმბო სადგურის ავარიულად დაზიანების რისკებს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

4 მაისის 15:00 საათიდან 5 მაისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, ქიაჩელის,  ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიზის, რჩეულიშვილის ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის და სხვა ქუჩებს.

კრწანისის რაიონში:

პუშკინის, აბესაძის, ხოსპიელის, კუპტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის, გუნიას ქუჩებს. 

საბურთალოს რაიონში:

დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, და იყალთოს მთის, ტუსკიას, ჩიქოვანის, კოსტავას, პეკინის, ალექსიძის, მიროტაძის, ბალანჩივაძის, ნატახტრის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ვაჟა-ფშაველას, კარტოზიას და სხვა ქუჩებს.

ვაკის რაიონში:

ჯანაშვილის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის, აბაშიძის, ამირეჯიბის, მარაბდის, ჟვანიას, აბაშელის, არაყიშვილის, საჯაიას, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, შროშის, წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ავალიშვილის და სხვა ქუჩებს. 

ჩუღურეთის რაიონში:

მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

დედაქალაქის იმ ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც სასმელი წყლის მიწოდება შეიზღუდება, შეგიძლიათ იხილოთ აქ.  

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს, აცხადებენ კომპანიაში.

ყველა ახალი ამბავი
0